მისალმება ავტორისაგან ...

მისალმება ავტორისაგან ...
მეგობრებო !!!

აქ არ გახლავთ არც მაღაზია და არც ოქროს ბირჟა.
დიზაინერის საიუველირო Vip სალონია

მე დიდი ხანია დავანებე თავი ბიზნესსაც, კონკურენციასაც და კლიენტების დევნასაც ... და " უმიზეზოთ " გენაცვალეს თქმასაც ...
მთლიანად გადართული ვარ ოსკარ შინდლერის აკადემიის საკითხებზე, ქართულ ებრაული საზოგადოების ურთიერთობისა და კულტურის თემებზე და ასევე ვმუშაობ ახალ კოლექციებზე

ვცდილობ შეძლებისდაგვარად გამოვადგე ჩემს მეგობრებს ახლობლებს ჩემი აკადემიის სტუდეტებსა თუ კურსდამთავრებულებს და ფანებს, ჩემს ქვეყანას ...

ვმუშაობ მხოლოდ საგამოფენო კოლექციებზე და აღარაფრის წარმოების არც სურვილი და არც საჭიროება არ გამაჩნია


აქ წარმოდგენილ საგამოფენო მოდელებმა ბევრ საერთაშორისო გამოფენაზე გაიმარჯვა და დიზაინის გამოყენების უფლება ოფიციალურად გადავეცი სხვადასხვა ქვეყნის ფაბრიკებს და სალონებს, ისრაელში, იტალიაში, თურქეთში , ბელგიაში , რუსეთში, არგენტინაში და სხვა.

ამაში ადვილად დარწმუნდებით ინსტაგრმში პრინტერესტსა თუ სხვაგან ქსელში საზღვაგარეთის გვერდებზე როდესაც აღმოაჩენთ ჩემი მოდელების ხარისხიან ორეულებს – პირატულს ადვილად ემჩნევა რომ " ყალბია " და ჩემი ტექნოლოგიით არაა დამზადებული ...

კოლექციის ეს ნაწილი საქართველოში მხოლოდ ეხლა გამოვფინე რადგან აქ არ არსებობს არანაირი პატივისცემა ინტელექტუალური საკუთრებისა და პირატული მიდგომა ჩვეულებრივი ამბავია.

ჩემი მოდელების ცუდი ასლები უხვადაა წარმოდგენილი ფეისბუქ გვერდების მეშვეობითაც ...
მოიძიეთ დაათვალიერეთ გაიღიმებთ ))) ისინი ჩემს ნაკეთობებს ძალიან წააგავს - ცხვირი ჰგაავს? თვალები ? ნიკაპი ? ესე იგი ჰგავს ... არაჩვეულებრივი გამოფენა


ვისურვებდი რა თქმა უნდა მეტ განვითარებას, ცივილიზაციას და პატივისცემას სხივსი ინტელექტუალური საკუთრებისა ... ვინც თავს პატივს სცემს და ცოტა თავმოყვარეობა გააჩნია უნდა შეეცადოს რომ თავისი სტილი შექმნას და არ მიითვისოს სხვისი ნაღვაწლი ,,,

უნდა იცოდეთ რომ, ჩემი ფასები არასოდეს არაა გადაჭარბებული და გაბერილი
რადგან ეს საქმე ჩემი შემოსავლის წყარო კი არაა, არამედ ჰობია და
ისეთ ფასებს ვადებ რომ თუნდაც ხარჯები დაფაროს ...
ვმუშაობ ცოტას ისიც მაშინ როდესაც ამის ხალისი დრო და სურვილი მაქვს
ვმუშაობ მხოლოდ პირველადი და უმაღლესი ხარისხის საბანკო საინვესტიციო ოქროთი და საუკეთესო უნაკლო ბრილიანტებით

პატივისცემით
ოსკარ შინდლერის აკადემიის რექტორი
მხატვარი დიზაინერი ისრაელიდან
მაქს მეირ შავიტი