ჩვენი გარანტიები და მომსახურება


ჩვენი ოქროთი თუ დაგვიმზადებთ ნაკეთობებს ?

დღევანდელ ოცდამეერთე საუკუნის რეალობაში, როდესაც თანამედროვე ტექნოლოგია და ცივილიზებული მიდგომა იძლევა საშუალებას ისარგებლო სუფთა, წმინდა ოქროთი - ჯართის გამოყენება და კუსტარულად ხელით ქლიბვა საქორწინო ბეჭდების დასამზადებლად არ ითვლება მიზანშეწონილად - ეს გზა ისტორიას ჩაბარდა.

ოქროს აქვს თვისება წარსულის დამახსოვრებისა და ჯართით დამზადებული ვიღაცის კბილები ან ძველი საქორწინო ბეჭედი და სხვა არეულ დარეული გადამდნარი და ვითომ გაწმენდილი ოქრო არაა სასურველი - ერიდეთ არ გირჩევთ თქვენი ქორწინების მომავალმა წარსულ და უცხო ადამიანების ბედზე იაროს.



საეჭვო წარმოშობის საქორწინო ბეჭდის მთელი ცხოვრება ტარება ნამდვილად გულდასაწყვეტია, რადგან საქორწინო ბეჭედს ყიდულობ ერთხელ ცხოვრებაში და უყურებ მთელი ცხოვრება.


დაამზადეთ თუ არა ჩვენს მიერ სასურველ მოდელს ?
დიახ, ნებისმიერი სირთულის მოდელს დავამზადებთ - შესაბამისი დროისა და პირობების გათვალისწინებით, თუმცაღა სხვისი ნამუშევრების კოპირების წინააღმდეგი ვარ და ჩემთვის მიუღებელია

რა ღირს თვლების ჩასმა და ამზადებთ თუ არა თვლებიან ბეჭდებს?
დიახ, თვლებიან ბეჭდებს ვამზადებთ.ჩასმის ფასი დამოკიდებულია ზომაზე და იწყება 1 დოლარიდან.

სად მდებარეობს თქვენი მაღაზია ?
სტანდარტული და სააქციო ნაკეთობების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს გამოფენაზე
მისამართი
ოქროს ბირჟა
თბილის ცენტრალი

საგამოფენო და საავტორო ნივთენის ნახვა და დაკვეთა შეიძლება მხოლოდ სალონში

სტუდიის მიერ ქარხნული მეთოდით დამზადებული საქორწინო ბეჭდების სინჯები პალატის მიერაა დამღადადებული და სრულ საგარანტიო პაკეტს მოიცავს.

სტუდია გასცემს საგარანტიო სერთიფიკატს იმის თაობაზე, რომ ბეჭედი დამზადებულია ქარხნული მეთოდით საუკეთესო მანქანა-დანადგარების გამოყენებით, ახალი, სუფთა ოქროთი და შეესატყვისება აღნიშნულ სინჯს.

თუ აკეთებთ წარწერებს ბეჭდის შიდა მხარეზე და რა ღირს?
დიახ, ჩვენთან დაკვეთილ ბევრ მოდელზე, ასევე გექნებათ საჩუქრად ეს მომსახურება. ზოგადად სახელის გრავირების ღირებულება ბეჭდის შიგნით 25 ლარი ღირს.

რა დრო სჭირდება დაკვეთის დამზადებას?
როგორც წესი, 24 საათში ვასრულებთ მაგრამ ზოგჯერ სხვადასხვა შეფერხებების გამო ორი-სამი დღე სჭირდება, ასევე შესაძლებელია, სასწრაფო მეთოდით დამზადება, 2-3 საათში (დაჩქარება ფასიანია )

რა ღირს თეთრი ოქრო?
თვითონ ოქროს ღირებულება არ განსვხავდება ჩვეულებრივისაგან, განსხვავება მის დამუშავებაშია, ვინაიდან თეთრი ოქროს დამუშავება უფრო რთულია და დანაკარგიც მეტი აქვს. საბოლოოდ ნაკეთობის ფასი იწევს.სადაური ოქროა ?ოქროს წარმოშობას არ აქვს მნიშვნელობა.ოქრო, როგორც ქიმიური ელემენტი ერთნაირია ყველგან იმ პირობით, რომ ის ქარხნული რაფინირების მეთოდითაა დამუშავებული და გამოყვანილი. ზოგადად 50 - 80 ლარი ემატება ბეჭედს

ჩვენს სტუდიაში ოქრო სამგზის შემოწმებასა და კონტროლს გადის ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სტრუქტურების მიერ.პირველი კონტროლი ლითონის მომზადებისას ხდება, როდესაც გამოიყენება ამერიკული ძვირადღირებული დანადგარი სწორედ ქარხნული რაფინირების ტექნოლოგია ( ეს არაა ეგრეთ წოდებული კუსტარული ტრავკა ), რის შედეგადაც ოქრო და ატომარულ სისუფთავეს აღწევს 999,9 რაც მსოფლიოს სტანდარტებს შეესაბამება.შემდგომ ხდება შეზავება და დნობის პროცედურა.

ოქროს შენადნობის შეზავების კონტროლი ჩვენს სტუდიაში ხდება სინჯების პალატის დეპარტამენტის შესაბამის მანქანა-დანადგარებით და საბოლოოდ კონტროლდება დნობის პროცესში მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ.პროცესისის ბოლოს მიღებული შენადნობის სინჯის შესაბამისობა კიდევ ერთხელ მოწმდება და შედეგები ფიქსირდება პროცესის ტექპასორტში.

სინჯების საბოლოო კონტროლი ხდება მზა ნაწარმის სინჯის კონტროლისა და დადამღვისას, რაც სტუდიაში ტექნიკური კონტროლის მსოფლიოში ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიით სრულდება.ასე რომ - ჩვენი ოქროს სინჯის შესაბამისობა და ხარისხი გარანტირებულია.

გაქვთ თუ არა განვადება ?
ამ ეტაპზე განვადება არა გვაქვს

ძველებური ბაჯაღლო ბეჭდები “ბუბლიკები “ თუ მზადდება თქვენთან ?
თანამედროვე მოდელები ბაჯაღლოსაგან არ მზადდება სირბილის გამო ...
ძველმოდური ტრადიციული წესით დამზადებული ე წ " ბაჯაღლოს კალიცოები " ს უზარმაზარი არჩევანია ოქროს ბირჟაზე, ნებისმიერი ზომა და წონის, ამიტომ ჩვენთვის ეს პრიორიტეტულ მიმართულებას არ წარმოადგენს და თავს შევიკავებთ.

ამზადებთ თუ არა ვერცხლის საქორწინო ბეჭდებს ?
დიახ რა თქმა უნდა, დამზადების ფასი იგივეა, როგორც ოქროს შემთხვევაში.



როგორ გაერკვიოთ თუ კი გეუბნებიან რომ ქარხნულია და კარგია?
კითხეთ დაასახელონ ქარხანა.
საქართველოში სულ ორ კომპანიას გააჩნია ქარხნული დამზადების დანადგარები ზარაფხანას და Studio Shavit-ს.
გაჩვენონ ქარხნიდან ნაკეთობათა მიღების დამადასტურებელი საბუთი.
შეამოწმეთ სინჯების პალატის მიერ დადასტურებული ხარისხის დამღა და ასევე მოითხოვეთ ყველანაირი გარანტიები.

უცხოურია?
მაშინ დამღაც უნდა ქონდეს და განბაჟების საბუთშიც ზუსტად იქნება ჩაწერილი საიდანაა შემოტანილი სასომხეთიდან, თურქეთიდან თუ იტალიდან?...
ბედნიერ ქორწინებას გისურვებთ.